სოფლის მხარდამჭერი პროგრამა

15:30, 25.01.2019

სოფელ კაკაბეთში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა კახეთის გუბერნატორთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან საკოსულტაციო შეხვედრა გამართა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ რამდენიმე პრობლემურ თემაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის სასმელი წყლის, სანიაღვრე არხების გარე განათების, სანაგვე ურნების, სოფლის სასაფლაოს და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის მოწესრიგების საკითხები. კაკაბეთის მოსახლეობის საერთო გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 20 ათასი ლარი სასაფლაოების მოწესრიგებას მოხმარდება.

მსგავსი