სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კახეთში

საქართველოს რეგიონებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2026 დაიწყო. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტი, რომელიც სოფლების მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტონ და დაგეგმონ რას მოახმარონ მათი სოფლისთვის გამოყოფილი თანხა, წელს 40 830 000 ლარით დაფინანსდება. საჭიროებები სოფლის კრებაზე გამართული კონსულტაციებით განისაზღვრება, ძირითადად კი, პროგრამის ფარგლებში ყველაზე ხშირად შიდა სასოფლო გზები, გარე განათება, შემოღობვა, წყაროების მოპირკეთება, მცირე მასშტაბის სკვერებისა და მინი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ფინანსდება.

კახეთის რეგიონის მაგალითზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესაძლებლობებსა და შედეგებზე ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები