„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“
სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები და კონსულტაციები დასრულდა. პროექტები 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობამ შეარჩია, შესაბამისად განხორციელდება 38 ინფრასტრუქტურული პროექტი. სენაკის მუნიციპალიტეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 738 000 ლარია გამოყოფილი.