სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 250-ზე მეტი სოფლის კრება და კონსულტაცია ჩატარდა, სადაც მოქალაქეებმა თავად აირჩიეს პრიორიტეტები და განსახორციელებელი პროექტები. რეგიონში პროგრამის ბიუჯეტი 7 მილიონ ლარამდეა. შეხვედრებს ამჯერად მარტვილის სოფელ ინჩხურსა და აბაშის სოფელ ონტოფოში სახელმწიფო რწმუნებული დაესწრო. თითოეულმა სოფელმა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.