სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი ისრაელში 

21:51, 02.12.2025

შეხვედრა იერუსალიმის პატრიარქთან და ხელმოწერილი ახალი შეთანხმებები – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისრაელში ვიზიტი დაასრულა.

სამი დღის განმავლობაში დავით სონღულაშვილი სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სფეროში ისრაელის გამოცდილებას ეცნობოდა. განსაკუთრებული აქცენტი სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე გაკეთდა. ამ მიმართულებით ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობა გაძლიერდება. ვიზიტი აგრარულ-სამეცნიერო ცენტრების მონახულებას და ქართული პროდუქციის ისრაელის ბაზარზე გატანის პერსპექტივების განხილვასაც მოიცავდა.

მსგავსი