სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი ბელარუსში
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, იური შულეიკოს შეხვდა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. სოფლის მეურნეობა ორივე ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი და სტრატეგიული დარგია, რაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის. ბელარუსის ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო გამოირჩევა მაღალი ხარისხის აგროპროდუქციით, რაც საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად აძლიერებს.