სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

21:53, 11.05.2023

რა გამოწვევები აქვს სოფლის მეურნეობის დარგს და რა ინოვაციური მიდგომები უნდა დაინერგოს სფეროში – ქართული დელეგაცია ამერიკაში ჩატარებულ მინისტერიალს დაესწრო.

45 ქვეყნის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, რომ გარემოზე კლიმატის ზემოქმედების და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინათ. გაფორმდა შეთანხმებაც. ფერმერების მხარდაჭერა, ინოვაციური ტექნოლოგიები და პროექტები, ბიოწარმოების გაძლიერება – მომდევნო 10 წლის განმავლობაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამერიკულ მხარესთან ერთად სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივი პროექტების დაგეგმვაზე შეთანხმდა.

 

მსგავსი