სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აგრარული უნივერსიტეტის ლაბორატორიას გაეცნო

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არის ითანამშრომლოს სამეცნიერო წრეებთან აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კომპლექსური, მათ შორის ბიოლოგიური მეთოდების შემუშავების მიმართულებით,-
ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, რომელიც აგრარული უნივერსიტეტის ლ. ყანჩაველის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის ბიოკონტროლის ლაბორატორიაში არსებულ  ტექნიკურ შესაძლებლობებს გაეცნო.

აგრარული უნივერსიტეტის ლ.ყანჩაველის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის ბიოკონტროლის ლაბორატორიის კვლევის ძირითადი მიმართულებებია მავნე მწერებისა და პარაზიტული  მცენარეების რიცხოვნობის მარეგულირებელი ბუნებრივი ფაქტორების შესწავლა მცენარეთა ბიოლოგიურ დაცვაში მათი შემდგომი გამოყენებისათვის.