სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადება

„პურზე ფასი არ გაიზრდება და ხორბლის, ფქვილის და პურის მიწოდება ქვეყანაში  გარანტირებული იქნება“ – ეს განცხადება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გააკეთა.  ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან, პურის მწარმოებლებთან და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ლევან დავითაშვილმა ფქვილსა და პურზე, როგორც ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე  სტაბილური ფასის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროში შემუშავებულია სახელმწიფო პროგრამა“, რომელსაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, შემოსავლების სამსახურთან ერთად განახორციელებს. პროექტის თანახმად, სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირებას გარკვეული პირობებით სახელმწიფო იმ იმპორტიორი კომპანიებისთვის მოახდენს, რომლებიც 15 მაისის ჩათვლით 9 ძირითად სასურსათო პროდუქტს შეისყიდიან.