სოფლის მეურნეობის მინისტრი შიდა ქართლში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, შიდა ქართლის რეგიონში იმყოფება.
დავით სონღულაშვილმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდაკში კომპანიების Family Farm-ისა და FFF Georgia-ს მესაქონლეობის ფერმა, ცხოველთა საკვების საწარმო და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. აღნიშნული საწარმოები სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით შეიქმნა. მინისტრმა ასევე გორის მუნიციპალიტეტში შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში შექმნილი საკალმახე და სასათბურე მეურნეობები დაათვალიერა და ფერმერებს შეხვდა. სონღულაშვილმა დღეს შეხვედრები გამართა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურების თანამშრომლებთანაც.