სოფლის მეურნეობის მინისტრი შიდა ქართლში 

21:42, 22.07.2026

შიდა ქართლში სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი საწარმოების მუშაობას სოფლის მეურნეობის მინისტრი გაეცნო. დავით სონღულაშვილი კასპში ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებელ და შემნახველ საწარმოს ესტუმრა, ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და კომპანიის წარმომადგენლებს ესაუბრა. კომპანია „თიემთი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. მინისტრმა თანამედროვე ტიპის ვაშლის ბაღი, კომბინირებული საკვების მწარმოებელი კომპანია  და სამაცივრე მეურნეობაც დაათვალიერა. გაიმართა შეხვედრები ფერმერებთანაც, რომლებმაც სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

მსგავსი