სოფლის მეურნეობის მინისტრი შიდა ქართლში

15:20, 22.07.2026

დავით სონღულაშვილი შიდა ქართლში სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი საწარმოების მუშაობას ეცნობა. სოფლის მეურნეობის მინისტრი კასპში ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებელ და შემნახველ საწარმოს სტუმრობდა, დაათვალიერა ინფრასტრუქტურა, ესაუბრა კომპანიის წარმომადგენლებს.

კომპანია „თიემთი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. მინისტრი დღის განმავლობაში სოფლის განვითარების სააგენტოს სხვა ბენეფიციარების საწარმოებასაც მოინახულებს, მათ შორის თანამედროვე ტიპის ვაშლის ბაღს, კომბინირებული საკვების მწარმოებელ კომპანიასა და სამაცივრე მეურნეობას. შიდა ქართლში მიმდინარე შეხვედრებზე ადგილობრივი ფერმერებისგან არსებულ გამოწვევებზე მიიღებს ინფორმაციას და სახელმწიფოს მხრიდან ხელშემწყობ პროგრამებზე ისაუბრებს.

მსგავსი