როგორ სარგებლობენ სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამებით სამეგრელოში – რეგიონში დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩავიდა. მეფუტკრეობის სანაშენე ბაზა, ლურჯი მოცვის გადამუშავება-რეალიზაცია, თხილის ბაღების მოვლა – დავით სონღულაშვილი იმ საწარმოების საქმიანობით დაინტერესდა, რომლებმაც თანადაფინანსების სხვადასხვა პროგრამით ისარგებლეს და საკუთარი მეურნეობები განავითარეს. ფერმერებმა მთავრობის წევრს პრობლემებზეც მიაწოდეს ინფორმაცია და დახმარება სთხოვეს.