სოფლის მეურნეობის მინისტრი საერთაშორისო ფორუმზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი პარიზში იმყოფება. დავით სონღულაშვილი ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 93-ე გენერალურ სესიაში მონაწილეობს. მინისტრმა სესიის მონაწილეებს სიტყვით უკვე მიმართა და ვეტერინარული სისტემების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. აქცენტი გაკეთდა დაავადებების გავრცელების პრევენციაზე.