სოფლის მეურნეობის მინისტრი ქვემო ქართლში

იმერეთის  შემდეგ ქვემო ქართლი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს.

როგორ მიმდინარეობს მხარდამჭერი პროგრამები და რა ნაბიჯები იდგმება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. დავით სონღულაშვილი რეგიონებში არსებულ ვითარებას პირადად  ეცნობა. პარალელურად, მინისტრი უწყების მიერ უკვე განხორციელებული და სამომავლო პროექტების შესახებ ადგილობრივებს ინფორმაციას აწვდის.