მიმდინარე და დასრულებული პროექტები, ღვინის წარმოება და აგროსექტორში არსებული გამოწვევები – სოფლის მეურნეობის მინისტრი ქვემო ქართლში იმყოფებოდა. დავით სონღულაშვილმა სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმოები დაათვალიერა. მათ შორის ესტუმრა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარე მეღვინეობა „მარნაველის“ საწარმოო ინფრასტრუქტურას, სადაც ღვინო და ალკოჰოლური სასმელები იწარმოება და სრული ციკლია უზრუნველყოფილი. მინისტრმა მარნეულში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი შენობაც დაათვალიერა. შეხვდა ადგილობრივ ფერმერებს და გამოწვევებთან დაკაშირებული ინფორმაცია პირადად მათგან მიიღო. დავით სონღულაშვილი სოფელ დამია-გეურარხში სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი სასათბურე მეურნეობის საქმიანობას გაეცნო.