სოფლის მეურნეობის მინისტრი მცხეთა-მთიანეთში
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ აგროსაწარმოებსა და დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარე საქმიანობას ეცნობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დავით სონღულაშვილი იმყოფებოდა, წეროვანში მეფრინველეობის მეხორცულ ფერმასა და სოფელ მუხრანში სასათბურე მეურნეობაში. ორივე მეურნეობა სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. დღესვე მინისტრი ბიომარწყვის, ლოკოკინისა და რძის გადამუშავების საწარმოების საქმიანობას გაეცნობა და ადგილობრივ ფერმერებსა და მეწარმეებს შეხვდება.