სოფლის მეურნეობის მინისტრი ისრაელში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დავით სონღულაშვილმა ისრაელის ქნესეთში შეხვედრები გამართა. ქნესეთის თავმჯდომარე ამირ ოხანასთან, მინისტრმა ორი ქვეყნის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და რეგიონული სტაბილურობის საკითხები განიხილა. დავით სონღულაშვილი ისრაელის ქნესეთის საქართველო-ისრაელის მეგობრობის ჯგუფისა და ეკონომიკური კომიტეტის ხელმძღვანელს, დავით ბიტანსაც შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და ინოვაციების მიმართულებით. განხილული იყო თანამშრომლობის შესაძლებლობები და აგრო-სასურსათო პროდუქციის საქართველოდან ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობები. დავით სონღულაშვილი ასევე იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-საც შეხვდა.