სოფლის მეურნეობის მინისტრი იმერეთში
სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამებით შექმილი საწარმოების მუშაობას სოფლის მეურნეობის მინისტრი ამჯერად იმერეთში გაეცნო. მოცვის პლანტაციები, მცენარეული მეურნეობები, ღვინის და ნახევარფაბრიკატების საწარმოები, დავით სონღულაშვილმა პირადად დაათვალიერა. რეგიონში ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა გახსნა მინერალური რესურსები სააგენტოს ახალი ოფისიც. თანამედროვე სტანდარტების შენობა რეგიონის მოსახლეობისა და კერძო სექტორისთვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. რეგიონების განვითარება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად უწყება ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.