გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი გურიის რეგიონს სტუმრობს.
მინისტრმა სახელმწიფოს მხარდაჭერილი საწარმოები დაათვალიერა და ადგილობრივი ფერმერებისგან ინფორმაცია საჭიროებების შესახებ მოისმინა. ასევე სამინისტროს სისტემაში შემავალი რეგიონული სამსახურების უწყებების თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. დავით სონღულაშვილი სოფელ აკეთში ადგილობრივ მეფუტკრეებს შეხვდა და დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ერთ-ერთმა ფერმერმა მინისტრს საკუთარი გამოგონება – თერმო სკა წარუდგინა, რომლის დამზადების ტექნოლოგია, დაცულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – ,,საქპატენტის“ მიერ. მინისტრი ასევე ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობას სტუმრობდა. გურიაში დავით სონღულაშვილი, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, განახლებულ საწარმო „გრინგოლდსაც“ დაათვალიერებს. ასევე სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებთან შეხვედრას გამართავს.