შეხვედრები ადგილობრივ მეწარმეებთან და სახელმწიფო პროგრამების შედეგები – სოფლის მეურნეობის მინისტრი, სექტორში არსებული მდგომარეობას ამჯერად გურიაში გაეცნო.
საკალმახე მეურნეობა, ჩაის გადამამუშავებელი კომპანია, გარემოს დაცვითი და ინფრასტრუქტურული პროექტები. რა გაკეთდა და რა იგეგმება გურიაში წარმოების მხარდასაჭერად – დავით სონღულაშვილმა დეტალური ინფორმაცია პირადად ადგილობრივი მოსახლეობისგან მიიღო და სხვადასხვა სექტორში დასაქმებულებს უწყების სამომავლო პროექტები გააცნო.
გურიის შემდეგ მინისტრი აჭარის რეგიონს ესტუმრება.