სოფლის მეურნეობის მინისტრი დასავლეთ საქართველოში

18:43, 24.06.2026

იმერეთის რეგიონში სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ საწარმოებში იმყოფებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დავით სონღულაშვილი წყალტუბოში, სოფელ მაღლაკში, ლურჯი მოცვის ბაღში მოსავლის კრეფისა და დაბინავების პროცესს გაეცნო.  აღნიშნული  სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია და სარგებლობს  პროგრამით „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებში  20 ჰექტარზე არის გაშენებული  ლურჯი მოცვის ბაღი. მინისტრმა მოინახულა კომპანია „ჰერბია“, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის წარმოებით არის დაკავებული, ასევე კომპანია „ფარკონი“, სადაც მცენარეული ნედლეულის შრობა, გადამუშავება და დაფასოება მიმდინარეობს.  დავით სონღულაშვილმა, ქუთაისში, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონის ოფისი გახსნა და უწყების თანამშრომლებს შეხვდა

მსგავსი