სოფლის მეურნეობის მინისტრი აჭარაში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი დაათვალიერა და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შენობაში განთავსებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი, ასევე გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ბათუმის ლაბორატორია და აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია. ლაბორატორიები აღჭურვილია ულტრათანამედროვე ხელსაწყო-დანადგარებითა და კვლევითი სფეროს სპეციფიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი აჭარაში რამდენიმე ობიექტს მოინახულებს და ციტრუსის საკოორდინაციო შტაბსაც გახსნის.