გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აჭარაში სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობას გაეცნო და ფერმერებთან და მეწარმეებთან შეხვედრა გამართა. დღესვე ბათუმში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება. მისი მიზანია ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობა, აგრეთვე სუბსიდირების პროცესის ორგანიზება. შტაბი საქმიანობას 1-ელ თებერვლამდე გააგრძელებს. მიმდინარე წელს აჭარაში 60-65 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს პროგნოზირებენ.