სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი
კვლევა, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ ვითარებას ასახავს.
საინვესტიციო ბანკ „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი პოზიტიურ დინამიკაზე მიუთითებს. პროდუქტიულობა, ფასების სტაბილურობა და ინვესტიციები – ამ სამ მდგენელს მოიცავს ინდექსი, რომელიც ქართული ბაზრისთვის ინოვაციურია. სოფლის მეურნეობის სფეროს შესაფასებლად და ანალიტიკური ხედვების მოსამზადებლად მომავალში ის ერთ-ერთი მთავარი გასათვალისწინებელი დოკუმენტი იქნება. ხელისუფლება დარგის განვითარებაზე საუბრის განსაკუთრებულ აქცენტს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე, ექსპორტის მაჩვენებლების ზრდაზე, ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისების აუცილებლობაზე და ფერმერებისა და გლეხების დახმარებისთვის შექმნილ სახელმწიფო პროგრამებზე აკეთებს. კვლევაში ყურადღება გამახვილებულია გამოწვევებზეც. ინოვაციური ტექნოლოგიების სიმწირე და დაბალი პროდუქტიულობა ერთ-ერთ მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად სახელდება.