სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვითი პროექტები კახეთში

კახური მარნები, სხვადასხვა ტიპის საწარმოები და რეინჯერები, რომლებიც დაცულ ტერიტორიებს იცავენ. კახეთის რეგიონს დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ესტუმრა. დავით სონღულაშვილმა თელავში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი შენობა გახსნა და ადგილობრივ მეწარმეებს ესტუმრა. მინისტრმა სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებთან შეხვედრებიც გამართა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაციაც მიიღო.