სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა

ტურიზმის შემდეგ ცნობილი ხდება სოფლის მეურნეობის დახმარების გეგმა. ფერმერები ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ. ათვლა 0.25 ჰექტრიდან დაიწყება და თანხა პროპორციულად გადანაწილდება. პროგრამა აგროდიზელის შეღავათიან ფასში შესყიდვასაც გულისხმობს.

დახმარების სარგებლობისთვის აუცილებელი პირობაა, რომ ფერმერი შესაბამის რეესტრში იყოს დარეგისტრირებული და ფერმერის სტატუსი ჰქონდეს, ასევე საჭიროა კუთვნილი მიწის რეგისტრაცია. გათვალისწინებულია საგრანტო-საკრედიტო შეღავათებიც. პროგრამის ბიუჯეტის საერთო მოცულობა 300 მილიონი ლარია. შეღავათებით სარგებლობას ფერმერები 20 მაისიდან შეძლებენ.