სოფლის განვითარების სააგენტო, 2026 წელს, ქართულ პავილიონებს, 11 საერთაშორისო გამოფენაზე მოაწყობს. სოფლის განვითარების სააგენტომ, 2026 წელს დაგეგმილი იმ საერთაშორისო გამოფენების ჩამონათვალი წარადგინა, რომლებშიც საქართველოს აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობა იგეგმება. 2026 წელს სოფლის განვითარების სააგენტო გეგმავს 10 ქვეყანაში 11 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას. მათ შორის გერმანიაში, იაპონიაში, ნიდერლანდებში, საუდის არაბეთში, აზერბაიჯანში, ჩინეთში, ინდოეთში, კატარში, ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს, სოფლის განვითარების სააგენტო პირველად მიიღებს მონაწილეობას საუდის არაბეთში, ინდოეთში და კატარში საერთაშორისო გამოფენებში.