გორის, ქარელისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში შემავალ ყველა სოფელსა და კაჭრეთში, ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება. ფინანსდება ერთწლოვანი კულტურებისთვის, ასევე, მარწყვისა და იონჯის მრავალწლოვანი კულტურებისთვის თანამედროვე სარწყავი სისტემების, აგრომეტეოროლოგიური სადგურების, მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურებისა და სასათბურე მეურნეობების მოწყობა. ერთ ბენეფიციარზე გასაცემი თანადაფინანსების ჯამური ოდენობა 30 000 ლარს შეადგენს.
რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს მიწის მფლობელი პროგრამაში მონაწილეობისთვის და რა გამოწვევებზე საუბრობენ ფერმერები – ნინო ფისაძისა და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები