სოფლის განვითარების ფონდის მმართველი საბჭოს 42-ე სესია

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რომში სოფლის განვითარების საერთაშორისო ფონდის მმართველი საბჭოს 42-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა.

სესია, რომელსაც 190 ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია ესწრებოდა, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, სოფლის განვითარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა და რომის პაპმა გახსნეს.

წლევანდელი შეხვედრის მთავარ თემას სიღარიბის დაძლევა, შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლა და სასურსათო სუვერენიტეტის მხარდაჭერა წარმოადგენდა.

სესიის ფარგლებში, ლევან დავითაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა 20-მდე ქვეყნის ოფიციალურ დელეგაციის წარმომადგენელთან.

შეხვედრების მთავრი მიზანი, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, დავით კირვალიძის კანდიდატურის წარდგენა იყო. კირვალიძემ დაინტერესებულ მხარეებს საკუთარი ხედვა და სამომავლო გეგმები გააცნო.