„სოფლის ამბულატორიები“ რეგიონებში
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, რეგიონებში სოფლის ამბულატორიების მშენებლობა მიმდინარეობს.
მიხეილ სარჯველაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. სამინისტროს დაფინანსებით, მიმდინარე წელს, სამედიცინო ჰოლდინგი სოფლის ამბულატორიებს ქვეყნის მასშტაბით 15 სოფელში აშენებს, მშენებლობები წლის ბოლოსთვის, ეტაპობრივად დასრულდება. პროექტისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოთხ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.