სოფიკო ჭიაურელის ხსოვნის საღამო

12:45, 04.10.2026

სოფიკო ჭიაურელი 90 წლის გახდებოდა. დიდი ქართველი მსახიობის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა. სცენაზე მსახიობის შემოქმედებითი გზა, მისი გამორჩეული როლები და ცხოვრების ნაკლებად ცნობილი ისტორიები გააცოცხლეს. საიუბილეო საღამოში ქართული კინოს, თეატრისა და მუსიკალური სცენის ცნობილი სახეები მონაწილეობდნენ. მაყურებლის წინაშე ასევე წარდგნენ ანსამბლები „ალილო“, „რუსთავი“ და „არსიანი“. სახალხო არტისტის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად დაესწრო. სოფიკო ჭიაურელის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამოს გამართვა, თბილისშიც იგეგმება.

მსგავსი