სოფიკო ჭიაურელის და ფრუნზიკ მკრტჩიანის ხსოვნის საღამო
ეროვნულ ბიბლიოთეკაში სოფიკო ჭიაურელი და ფრუნზიკ მკრტჩიანი გაიხსენეს.
მსახიობების ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე ქართველი და სომეხი არტისტების შემოქმედებასა და მეგობრობაზე ისაუბრეს. აჩვენეს ფრაგმენტები მათი მონაწილეობით გადაღებული ფილმებიდან. მოეწყო გამოფენაც, სადაც ცნობილი მსახიობების აქამდე უცნობი ფოტოები გამოიფინა, წარმოდგენილი იყო ფოტო-მასალა ფილმების „არევიკი,“ „ალიბაბა და ორმოცი ყაჩაღის თავგადასავალი,“ „ცის ნაჭერი“ გადასაღები მოედნიდან. ნაჩვენები იქნა კადრები, სხვადასხვა კინოფილმებიდან.