სოფელი სასმელი წყლის გარეშე

სოფელი, სადაც სასმელად წვიმის წყალს იყენებენ. ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა საქარაში მრავალი წლის პრობლემა ისევ მოუგვარებელია. წყალმომარაგების სისტემის არარსებობის გამო, ადგილობრივები ვერც სასოფლო-სამეურნეო მიწებს რწყავენ, რაც მოსავლის რაოდენობაზეც აისახება. მოამბე დაინტერესდა,  როდის აპირებს ადგილობრივი ხელისუფლება სოფელში არსებული მძიმე ვითარების შეცვლას.