სოფელი ლევიტანა

ის ზღვის დონიდან 1560 მეტრზე მდებარე სკოლის ერთადერთი პედაგოგია. უკვე თვრამეტი წელია, ფრიდონ ქოქაშვილი გორის რაიონის მაღალმთიან სოფელ  ლევიტანაში მცხოვრები ბავშვების განათლებაზე ზრუნავს. მოსწავლეები ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან, თუმცა, ენობრივი ბარიერის მიუხედავად, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მასწავლებელი ბავშვებთან კომუნიკაციას საინტერესო ფორმებით ახერხებს. შიდა მიგრაციის გამო ლევიტანას დაწყებით სკოლას ბავშვების რაოდენობა წლიდან წლამდე აკლდება, მაგრამ ფრიდონ ქოქაშვილი სამუშაო ადგილის შეცვლას მაინც არ აპირებს.

ნინო ფისაძის რეპორტაჟი.