სოფელი დუისი სკოლის გარეშე

21:15, 19.10.2025

ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი დუისი რამდენიმე წელია სკოლის გარეშეა. დაპირების მიუხედავად, ამ დრომდე ახალი სკოლის პროექტიც არ არსებობს და ბავშვებს მეზობელ სოფელში უწევთ განათლების მისაღებად ყოველდღე სიარული. მშობლების განცხადებით, სოფელ წინუბნის სკოლამდე მისასვლელი სახიფათო გზის გარდა, პრობლემაა ისიც, რომ 90 მოსწავლეზე გათვლილ შენობაში, 600-ზე მეტ ბავშვს უწევს სწავლა, რაც მათ განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს. სოფელ დუისის პრობლემის შესახებ ინფორმირებულია განათლების მინისტრიც, რომლის თქმითაც, საკითხი პრიორიტეტული ობიექტების სიაშია.

ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი.

მსგავსი