სოფელ ზემო ლეთეთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ქარელის რაიონის სოფელ ზემო ლეთეთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

სოფელი, სადაც ამჟამად მხოლოდ ოთხი ოჯახი დარჩა, რაიონულ ცენტრს ფაქტობრივად მოწყვეტილია.

ადგილობრივების არაერთი მოთხოვნა, გზის გაყვანასთან დაკავშირებით, უპასუხოდ და უშედეგოდ დარჩა. მოსახლეობის დასახმარებლად ზემო ლეთეთში ვერ ადის სასწრაფო დახმარება. პროდუქტების მოსატანად კი რამდენიმე კილომეტრის გავლა სოფლის მცხოვრებლებს, ფეხით უწევთ.

ადგილობრივი ხელისუფლება პირობას დებს, რომ პრობლემა ზემო ლეთეთში 2019 წლისთვის მოგვარდება.