სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

12:12, 11.11.2018

ხანძარია ბაღდათის რაიონის სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ დამატებითი ძალები გაგზავნა.

ადგილზე გვიან ღამით გაიგზავნა ტყის ხანძრის ქრობის ახალი ტექნიკა და მეხანძრე-მაშველების დამატებითი ჯგუფები. შექმნილია საგანგებო შტაბი.

ამ დროისთვის, ადგილზე 110 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება. ცეცხლი შერეული ტყის ქვედა საფარს მოედო.

წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰექტარი ფართობის ტერიტორია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი