სოფელ ურთას მოსახლეობა რეგიონში მგლების შემოსევას უჩივის

ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთას მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ რეგიონში მგლების შემოსევაა. სოფლის მცხოვრებლების მტკიცებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მტაცებელმა ოცამდე პირუტყვი დაგლიჯა.

მოსახლეობა მგლებზე ნადირობის უფლებას ითხოვს. მიმდინარე წელს, სოფელ ურთაში მტაცებლის შემოსევა რამდენჯერმე დაფიქსირდა.

 

დატოვე კომენტარი