სოფელ ტანძიის ორი მცხოვრები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან შიმშილობას იწყებს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან სოფელ ტანძიიდან ჩამოსული შალვა მილდიანი და ვეფხია ღვალაძე შიმშილობას იწყებენ. მათ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა სურთ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ყოფილ პრემიერთან შეხვედრას ერთი საათი ელოდნენ და რადგან არავინ გამოეხმაურათ, უვადო შიმშილობას იწყებენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, RMG Gold-მა შეწყვიტოს ე.წ. ბნელი ხევის ტერიტორიაზე ღია კარიერული წესით სამუშაოების დაწყება.