სოფელ საჯავახოში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამტრედიის რაიონის სოფელ საჯავახოში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ნარკოდანაშაულისთვის 1979 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 15 აბი და რამდენიმე ნატეხი, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი სითხე ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.