სოფელ ქვიშხეთში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად, ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაიტბორა.

წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე შოლა კალაპოტიდან გადმოვიდა, წვიმის წყალი სანიაღვრე არხებმა ვეღარ გაატარა და შედეგად ორი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და ათამდე ეზო დაიტბორა.

ადგილობრივებს წყლის ამოტუმბვაში სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ეხმარებოდნენ.