სოფელ ოკამთან სამგზავრო მიკროავტობუსების შეჯახების შედეგად 20-მდე მგზავრი დაშავდა

სოფელ ოკამთან 2 სამგზავრო მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად 20-მდე მგზავრი დაშავდა. ერთ-ერთ მიკროავტობუსში მყოფები თბილისში ექსკურსიაზე მიდიოდნენ.

დაშავებულები გორის, კასპის და მცხეთის სამედიცინო დაწესებულებებში გადაანაწილეს. კლინიკა გორმედში მსუბუქი დაზიანებებით 5 პაციენტი შეიყვანეს, მათგან 2 ზრდასრული და 3 მოზარდია.

პაციენტებს, ძირითადად, დაბეჟილობები აღენიშნებოდათ, ერთ მოზარდს კი წვივი აქვს  მოტეხილი. დაშავებულთა დიდი ნაწილი კლინიკებიდან უკვე გაწერეს. ერთ-ერთი მასწავლებელი კი მკურნალობისთვის თბილისში გადაიყვანეს. მიმდინარეობს გამოძიება.