სოფელ ოკამიდან გატაცებულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან

სოფელ ოკამის მცხოვრებლები ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან. გიორგი შამანაურისა და სოსო შუკაკიძის ე.წ. სასამართლო ოკუპირებულ ცხინვალში დღეს გაიმართება. სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის გაათავისუფლებს საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს.

რუსმა სამხედროებმა ისინი, ორი დღის წინ,  ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით აიყვანეს. ერთ-ერთი დაკავებული ოჯახს თავად დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ შეატყობინა.

შამანაურის ახლობლები ვარაუდობენ, რომ დაკავებულებს საოკუპაციო ხაზი არ გადაულახავთ და სამხედროებმა ისინი ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს.

მომხდარზე უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ამოქმედებულია ცხელი ხაზი.