სოფელ მერიის მოსახლეობის მოთხოვნა

21:10, 19.10.2025

ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობენ ადგილობრივები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში. პრობლემურია წყლის საკითხი. სასმელ წყალს ყიდულობენ, სხვადასხვა დანიშნულებისთვის კი წვიმის დროს შეგროვილ წყალს იყენებენ. გარდა უწყლობისა, პრობლემაა შიდა გზებიც, რომელთა დიდი ნაწილი ამორტიზებულია. ადგილობრივები სოფელში არსებული სხვა გამოწვევებზეც საუბრობენ, რის გამოც სოფელი მცხოვრებლებისგან ნელ-ნელა იცლება.

აქვს თუ არა ადგილობრივ ხელისუფლებას ამ პრობლემების მოგვარების გეგმა, – ნახეთ თეა აბსარიძისა და გოგა გახარიას რეპორტაჟი.

მსგავსი