სოფელ მარადიდში მდინარე ჭოროხი კალაპოტიდან გადმოვიდა

ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდში მდინარე ჭოროხი კალაპოტიდან გადმოვიდა და სამანქანე გზის, სასაფლაოსა და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი დატბორა.

დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებსა და სხვა ადგილობრივებს შეზღუდული ჰქონდათ გადაადგილება.

ადგილობრივები წყალმოვარდნასკირნათი-ჰესს“ და მის კაშხალს უკავშირებენ. მათი თქმით, წყლის დონემ მატება 12 საათიდან დაიწყო. „კირნათი ჰესს“ კომპანია „აჭარ-ენერჯი“ ფლობს. კომპანიას საკითხზე განმარტებები ჯერ არ გაუკეთებია.