სოფელ კურსების მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

სოფელს არ აქვს გზა და წყალი. უკლებების უბანში მცხოვრებ მოქალაქეებს  პირველადი მოხმარების ნივთების, პროდუქტის და მედიკამენტების შესაძენად კილომეტრების გავლა ფეხით უწევთ.

დასახლებას არ ემსახურება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. უბანი, სადაც 30 კომლი ცხოვრობდა, დაიცალა. ადგილზე მხოლოდ ხუთი ოჯახი დარჩა.

ადგილობრივი ხელისუფლება გზის საფარის დაგებას ვერც მომავალ წელს ახერხებს.

ირმა ჭოლაძის რეპორტაჟი.