სოფელ კორხის ეკლესიის სტატუსი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის თვითნებური რეაბილიტაცია გრძელდება. სომხური სამოციქულო ეკლესიის კუთვნილი, წმინდა სტეფანეს სახელობის ტაძრის აღდგენა თვენახევრის წინ სოფლის მცხოვრებლებმა საკუთარი ინიციტივით გადაწყვიტეს ისე, რომ სახელმწიფოს არ შეუთანხმეს. ამის გამო, ისინი დაჯარიმდნენ და საქმეზე სასამართლო დავაც მიმდინარეობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღის წინ ადგილობრივებმა სარესტავრაციო სამუშაოები ისევ განაახლეს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ საკითხი თითქმის მოგვარებულია, თუმცა ამას უარყოფენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში. უწყებაში  აცხადებენ, რომ ეს არის კანონდარღვევა და ამის შესაჩერებლად აუცილებელია უფრო მკაცრი სანქციების გატარება.

ავტორები: გენო ოსიყმაშვილი, რობინზონ მაქაძე.