საგარეჯოში, სოფელ ხაშმის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
პროექტის ღირებულება 4 000 000 ლარზე მეტია. დაწესებულება 320 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლაში ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები. ასევე მოეწყო სკოლის გარე სივრცე და სპორტული მოედანი.