სოფელ ხადორთან მეწყერი ჩამოწვა

პანკისის ხეობაში, ხადორჰესთან და სოფელ ხადორთან მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ჰესი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. მთიდან ჩამოშლილმა მიწის მასამ საავტომობილო გზა დაფარა.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ადიდებულმა მდინარე ალაზანმა, რომელსაც ხადორთან მდინარე სამყურის წყალიც უერთდება, მისასვლელი გზა დატბორა. მთლიანად განადგურებულია ინფრასტრუქტურა.

სამუშაოების წარმოება შექმნილი ვითარების გამო, მძიმე ტექნიკას უჭირს. ხადორჰესის ინფრასტრუქტურა მდინარე ალაზანმა 2005 წლის ზაფხულშიც მნიშვნელოვნად დააზიანა.